ნივთის დაბრუნება და შეცვლა
- პირობა: ნივთის დაბრუნება ან შეცვლა ხდება მხოლოდ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
- გამონაკლისი: ნივთი არ ბრუნდება, თუ იგი დაზიანდა ექსპლუატაციის ან არასწორი მონტაჟის მცდელობისას.
- ტრანსპორტირება: წუნდებული პროდუქტის შემთხვევაში ნივთი იგზავნება „საქართველოს ფოსტით“ გამომგზავნის ხარჯით.
- შემოწმება: ნივთის მიღების შემდეგ ტარდება ინსპექტირება იმის დასადგენად, დაზიანება ქარხნულია თუ გამოწვეულია მომხმარებლის მიერ.
- შეფუთვა: აუცილებელია საქონლის ქარხნული შეფუთვის შენარჩუნება დაუზიანებელ მდგომარეობაში.
- ანაზღაურება: თუ ქარხნული წუნი დადასტურდა, თანხა დაბრუნდება საბანკო ანგარიშზე დასკვნის მომზადებიდან 14 დღის განმავლობაში.





